საზოგადოება
უფრო ძლიერი პარტნიორობის დამყარება გლობალური უსაფრთხოებისთვის – აშშ-ს ევროპული სარდლობა

აშშ-ის ევროპის სარდლობამ X-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 15-24 ივლისს გასამართავ სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ეხება.
„სომხეთი და აშშ გააერთიანებენ ძალებს სომხეთში 15-24 ივლისს „Artsiv partner-2024“-ის ფარგლებში. სამშვიდობო უნარების გაუმჯობესება საარტილერიო მომზადების, სტაბილურობის წვრთნებისა და იარაღის ამოცნობის გზით. გლობალური უსაფრთხოებისთვის უფრო ძლიერი პარტნიორობის დამყარება“, – ნათქვამიაპოსტში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება „Eagle Partner-2024“ სომხეთში 15-24 ივლისს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში გაიმართება.







