Gallup-ის გამოკითხვების თანახმად, სომხების 44,3 პროცენტი მიიჩნევს, რომ სომხეთი არ უნდა შეუერთდეს რომელიმე ძალოვან ალიანსს.

„Gallup International Association“-ის სომხური ოფისის გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა 44,3 პროცენტი მიიჩნევს, რომ სომხეთი არ უნდა იყოს არც ერთი ძალოვანი ალიანსის ნაწილი და უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთში “Gallup International Association”-ის სრულუფლებიანმა წევრმა შპს MPG-ის დირექტორმა არამ ნავასარდიანმა განაცხადა.
„გამოკითხულთა 16,9 პროცენტმა განაცხადა, რომ უნდა გააგრძელოს კუხო-ში გაწევრიანება, ხოლო 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ უნდა იბრძოლოს ნატოში გაწევრიანებაზე. წინა კვლევასთან შედარებით, 10 პროცენტზე მეტით კლება გვაქვს კუხო-სთან დაკავშირებით, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კი 7 პროცენტიანი ზრდა გვაქვს“, – განაცხადა ნავასარდიანმა.
გამოკითხვები 3 ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა. გამოკითხვაში 1100-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
11







