საზოგადოება
ივნისში სომხეთს 180 718 ტურისტი ეწვია, 19 ათასით ნაკლები გასულ წელთან შედარებით

სომხეთის ტურიზმის კომიტეტმა სომხეთში მიმდინარე წლის ივნისში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. წერს NEWS.AM-ი.
მიმდინარე წლის ივნისში სომხეთს 180718 ტურისტი ეწვია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 199,159-ს შეადგენდა.
2024 წელს ივნისში ყველაზე მეტი ტურისტული ვიზიტი სომხეთში დაფიქსირდა რუსეთიდან (41%), საქართველოდან (13%) და ირანიდან (7%).







