მთავარიპოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვია წიწერნაკაბერდის მემორიალს

14 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კრისტინა ქუინის თანხლებით ეწვია სომეხთა გენოციდის მემორიალს.

სტუმრებს დახვდა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორი ედიტა გზოიანი. მან სტუმრებს უმეგზურა სომეხთა გენოციდის მემორიალთან და წარმოუდგინა მისი შექმნის ისტორია.

ქალბატონმა ზეიამ გვირგვინით შეამკო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი, შემდეგ სტუმრებმა მარადიულ ცეცხლთან ყვავილები დააწყვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სომხების გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა ედიტა გზოიანმა ამერიკელი სტუმრები მიიყვანა მემოიალურ კედელთან, რომლის უკან, სპეციალურ ნიშებში განთავსებულია იმ ინტელექტუალების და მისიონერების საფლავებიდან ამოღებული მიწით სავსე პატარა ურნები, რომლებმაც საპროტესტო ხმა ამოიღეს მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ სომხების ხოცვა-ჟლეტის და გენოციდის წინააღმდეგ.

ჰენრი მორგენთაუსა და კლარა ბარტონის პროსომხურ საქმიანობაზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მუშაობის წყალობით ამერიკელმა საზოგადოებამ კარგად იცოდა ოსმალეთის იმპერიაში სომხების ხოცვა-ჟლეტა და რომ აშშ-ს მიერ სომხების გენოციდის აღიარებით ასევე პატივი მიეგო იმ ხალხის ხსოვნას. სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა სტუმრებს ხსოვნის პარკის ისტორიაც გააცნო და აღნიშნა, რომ პირველი ხე ამერიკელმა სენატორმა რობერტ დოულმა დარგო 1997 წელს სომეხთა გენოციდს გადარჩენილი, ამერიკელი სომეხი ქირურგის ჰამბარ ქელეკიანის ხსოვნის საპატივცემლოდ.

დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს სომხების გენოციდის მუზეუმი, გაეცნენ მუდმივ და დროებით გამოფენებს. საპატიო სტუმრების მემორიალურ წიგნში ქალბატონმა უზრა ზეიამ ჩანაწერი გააკეთა. ვიზიტისთვის მადლიერების გამოხატვისას სომხების გენოციდის დირექტორმა ედიტა გზოიანმა საპატიო სტუმარს გადასცა წიგნები სომეხთა გენოციდის შესახებ, ასევე არა ქეთიპიანის წიგნი «Azeri Aggression against Armenians in Transcaucasia (1905- 1921). Reports from the U.S. Press».

ნახეთ მეტი
Back to top button