მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზრები გაცვალეს თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

როგორც ირკვევა სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან,  ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და ხაზი გაუსვა ბატონ ჩიქოვანის ვიზიტის მნიშვნელობას. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან მრავალსექტორული თანამშრომლობის გაღრმავებით და განვითარებით.

პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტებს შორის პარტნიორობა შეაფასა ეფექტურად.

ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას და მის გაფართოებაზე მიმართულ პროგრამებს.

მხარეებმა აზრები გაცვალეს თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button