
ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმას შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე. ამის შესახებ თავის X მიკრობლოგში დაწერა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„მსგავს ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან ის ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ ღრმად ვაფასებთ. დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – დაწერა მან.







