საზოგადოება
ტავუშში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან: სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

ტავუშში სამხედრო სატვირთოსა და სამგზავრო მიკროავტობუსს შორის მომხდარი ავარიის შედეგად საავადმყოფოში არც ერთი ჯარისკაცი არ გადაუყვანიათ. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არამ თოროსიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ტავუშში სამხედრო სატვირთოსა და სამგზავრო მიკროავტობუსის შემთხვევისა და დაშავებულების შესახებ.
თავდაცვის სამინისტროდან აცნობებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არც ერთი ჯარისკაცი არ გადაყვანილა ჰოსპიტალში“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა.







