რუსულმა ფოსტამ სომხეთში ტვირთის მიწოდების საცდელი ტესტირება ჩაატარა

რუსეთის ფოსტამ, ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზართან (ონლაინ ბაზარი) თანამშრომლობით, გამოსცადა ფოსტის სახმელეთო ტრანსპორტირება ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით სომხეთში.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილის, ალან კოზონოვის კავკასიის საინვესტიციო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.
კოზონოვის თქმით, რუსული ფოსტა ელოდება, რომ უახლოეს მომავალში დამყარდება საქონლის რეგულარული ტრანზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
„რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ უმსხვილეს მარკეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, განვახორციელეთ საფოსტო გზავნილების და ტვირთების საცდელი ტრანსპორტირება სომხეთის რესპუბლიკაში. საუბარია ზემო ლარსის საბაჟო პუნქტით გადაზიდვაზე“, – განაცხადა მან და არ ისურვა დაზუსტება, რომელ ბაზარზეა საუბარი.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა პროექტში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად.
„მოველით, რომ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ტრანზიტი რეგულარულ მარშრუტად გადაიქცევა“, – განაცხადა ალან კოზონოვმა.







