
16 ივლისს სრ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში უზრა ზეიას.
პენსილვანიაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის კომენტირებისას, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მიუსამძიმრა მსხვერპლის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ა. გრიგროიანმა აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხეთში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების პროცესი და ხაზი გაუსვეს პოლიციის, მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უკვე მიღწეულ წარმატებებს. ზემოაღნიშნულის კონტექსტში და რიგი სხვა მიმართულებებით, საუბარი შეეხო სომხეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც სრ უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში.







