პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე მაგდალენა გრონო ტოივო კლაარს შეცვლის

ევროკავშირის პოლიტიკურმა და უსაფრთხოების კომისიამ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე მაგდალენა გრონოს კანდიდატურა დაამტკიცა. ის ამ თანამდებობაზე ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს.  ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ.

„პოლიტიკურმა და უშიშროების კომიტეტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ჩეხეთის რესპუბლიკიდან მაგდალენა გრონოს დანიშვნა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. მის კანდიდატურას ოფიციალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო“, – წერს ჩეხეთის წარმომადგენლობა X სოციალურ ქსელში.

მაისში გრონო დაინიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მთავარ დიპლომატიურ მრჩევლად. მანამდე ის მუშაობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საგარეო პოლიტიკის უფროს მრჩევლად.

ნახეთ მეტი
Back to top button