სომხეთში ამოქმედდა 2,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა „ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა“

სომხეთში 2,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა „ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა“ ამოქმედდა.
“ARMENPRESS”- ის ინფორმაციით, პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი და ერთობლივად ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), UNICEF და გაეროს მოსახლეობის ფონდი.
ბოლო სექტორული ანალიზის შესაბამისად და დაინტერესებული მხარეების კონცეპტუალური ხელმძღვანელობით, პროგრამა მიზნად ისახავს სომხეთში ადამიანის უფლებების, პოლიტიკის შემუშავებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის განვითარებას.
მისი მოქმედების სფერო მოიცავს ისეთი კრიტიკული საკითხების განხილვას, როგორიცაა დისკრიმინაციის პრევენცია, უფასო იურიდიული დახმარება და საკონსტიტუციო რეფორმები 2023-2025 წლებში. განსაკუთრებული აქცენტით ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმისა და მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს გაძლიერებაზე.
პროგრამა გაგრძელდება 2027 წლის 31 მაისამდე.







