მთავარიპოლიტიკა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ეწვია სომეხთა გენოციდის მემორიალს

18 ივლისს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია ერევნის მერის პირველ მოადგილესთან, არმენ ფამბუხჩიანთან, ფრაქციების წარმომადგენლებთან და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიორგი შარვაშიძესთან ერთად ეწვია სომეხთა გენოციდის მემორიალს.

სტუმრებს მიესალმა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამუზეუმო სამუშაოების საკითხებში ლუსინე აბრაჰამიანი. მან სტუმრები მიიწვია სომეხთა გენოციდის მემორიალთან და წარმოადგინა მისი შექმნის ისტორია. სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრა გასული საუკუნის ბოლოს სუმგაიტში, კიროვაბადში (განძაკში), ბაქოში აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ხოცვა-ჟლეტაში დაღუპული სომხების ხსოვნის სამ ხაჩქარზე, წიწერნაკაბერდის ტერიტორიაზე მემორიალის კედლის წინ დაკრძალული არცახის ბრძოლის დროს ხუთი თავისუფლებისთვის მებრძოლის ისტორიებს, რომლებიც ხაზს უსვამენ მომხდარს და სომხების გენოციდს.

ბატონმა გიორგი ტყემალაძემ გვირგვინით შეამკო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი, შემდეგ სტუმრებმა მარადიულ ცეცხლთან ყვავილები დააწყვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

ნახეთ მეტი
Back to top button