პოლიტიკა

თურქი ექსპერტი  –  თურქეთს სურს უფრო მშვიდობიანი ურთიერთობა კავკასიაში, სადაც მისი გავლენა უფრო მეტი იქნება

სომხეთ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების პირობებში, როდესაც სომხეთის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციაზე საუბრობს, ღებულობს თუ არა თურქეთი   თავისი პოზიციების  რეგიონში  გაძლიერების შესაძლებლობას, წერს “თავისუფლება”.

„თურქეთს აქვს საკმარისი გამოცდილება სამხრეთ კავკასიაში, რათა ადგილზე განახორციელოს პროექტები. რეალობა კი ასეთია: თურქეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი 3-5 წელი აქ უნდა იყოს, გავლენა მაინც ექნება, მაგრამ დასუსტდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრიდან შესაბამის დასკვნას გამოვიტანთ“, – განაცხადა ანალიტიკური ცენტრის „თურქეთის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ პრეზიდენტმა მუსტაფა აიდინმა.

ერევანში გამართული “აპრი” ფორუმის ფარგლებში სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრისას აიდინმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს არის დაბურული გზა. აქ ბევრი გარემოება იკვეთება, ერთ-ერთი პირველია, როგორი იქნება სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების პროცესი.

„რა თქმა უნდა, ისინი ბევრ შესაძლებლობებს ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება, შესაძლო კონფლიქტი არ არის გამორიცხული. თუ ეს მოხდება, ეს პირდაპირ აისახება სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობებზე და, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში  გავლენაზეც“, – აღნიშნა თურქმა ექსპერტმა.

44-დღიანი ომის შემდეგ ორმა ქვეყანამ, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ და დახურულ საზღვრებში ცხოვრობენ, გადაწყვიტეს მოგვარების გზები ეძიათ ამ პერიოდში სპეციალური დესპანები  მუშაობენ, თუმცა სამი წლის წინ დაწყებულმა მოლაპარაკებებმა ვერ გამოიღო  ნებისმიერი ხელშესახები შედეგი. მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნის შესახებ შეთანხმება არ განხორციელებულა და მხარეები ახალ შეხვედრაზე დუმან. თუმცა გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი მზად არის სრულად დაარეგულიროს ურთიერთობები თურქეთთან. ანკარას მხრიდან პასუხი ამ დრომდე არ არის.

თურქი ექსპერტისთვის უცნობია   მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელი ეტაპის შდეგები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ანკარა ზოგადად ცდილობს მოძებნოს ახალი გზები სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსთან სხვადასხვა დონეზე.

„ ეს არ იქნება სამივესთან ერთდაიმავე დონეზე. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან ურთიერთობა უფრო განვითარდება. მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ თუ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოგვარება ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია, შემდეგ წლებში ჩვენ მოვისმენთ არა მხოლოდ მოლაპარაკებებსა და საუბრებს, არამედ კონკრეტულ გეგმებს იმ შუა გზის დასამკვიდრებლად, რომელსაც ექნება დიდი სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.“ – განაცხადა აიდინმა.

„ვფიქრობ, ეს იქნება თურქეთის ხედვა: მშვიდობიანი ეკონომიკური ინტეგრაცია. მე ვიტყვი, რომ თურქეთს სურს უფრო ინტეგრირებული, უფრო თანამშრომლობითი, უფრო მშვიდობიანი ურთიერთობები კავკასიაში, სადაც თურქეთის გავლენა უფრო მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის“, – განაცხადა თურქმა ექსპერტმა.

აიდინის თქმით, ევროკავშირს და აშშ-ს დღეს არ აქვთ საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რათა შეძლონ თურქეთს დაჰპირდნენ მთავარ როლს რუსეთის რეგიონიდან გამოდევნის პირობით.

ნახეთ მეტი
Back to top button