მთავარიპოლიტიკა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რბოლას ტოვებს. ამის შესახებ მან X-ში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.

„ჩემთვის  უდიდესი პატივი იყო მემსახურა  როგორც  თქვენი პრეზიდენტი. თუმცა  ვაპირებდი ხელახლა მეყარა კენჭი, მაგრამ ჩემი პარტიის  და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მე უარს ვამბობ ბრძოლაზე  და ყურადღებას ვამახვილებ მხოლოდ ჩემი პრეზიდენტად მუშაობის დარჩენილი დროის განმავლობაში ჩემს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებზე”, -წერს ბაიდენი.

ბაიდენმა აღნიშნა  რომ ამ კვირის ბოლოს ის ხალხს  “მისი გადაწყვეტილების შესახებ უფრო დეტალურად” მიმართავს.

ნახეთ მეტი
Back to top button