პოლიტიკა

კოლომინა დაინიშნა ნატოს სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ სამეზობლოში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამხრეთ სამეზობლოში ნატოს სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინა დანიშნა. მანამდე კოლომინა ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

„ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰელის რეგიონები მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. ქსავიერ კოლომინას ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს ნატოს მნიშვნელოვან მუშაობას სამხრეთში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე ნატოს ყოფნის გაფართოების შესახებ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელში. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ამ გეგმის ნაწილია.

ნახეთ მეტი
Back to top button