
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ფიქტიურ და გამოგონებულს უწოდებს გავრცელებულ ხმებს, რომ სომხეთმა ირანთან 500 მილიონი დოლარის შეიარაღების შეთანხმებას მოაწერა ხელი.
თემაზე Armenpress-ის შეკითხვას უპასუხა სრ თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ თოროსიანმა.
კითხვა. Iran International-ის ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა და ირანმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის შეძენის საიდუმლო კონტრაქტი გააფორმეს. როგორ განმარტავდით ამ ინფორმაციას?
პასუხი: ჩვენ არ ვპასუხობთ გამოგონილი, ყალბი შინაარსის პუბლიკაციებს.







