ეკონომიკა

საქართველოდან ჩინეთის გავლით თურქმენეთში კიდევ ერთი ავიარეისი განხორციელდა

Bpn.ge წერს, რომ საქართველოდან ჩინეთის გავლით თურქმენეთში კიდევ ერთი ავიარეისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქმენეთის საელჩო ავრცელებს.

აღნიშნული რეისი ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ, თბილისი (საქართველო) – მაილანი (ჩინეთი) – თურქმენაბატი (თურქმენეთი) – თბილისი (საქართველო) მიმდინარე წლის ივლისიდან სრულდება და ის საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან ავიაკომპანია Geosky Georgian International Airlines რეისებს თბილისი (საქართველო) – ჩენჟოუ (ჩინეთი) – თურქმენაბატი (თურქმენეთი) – სარაგოსა (ესპანეთი) – თბილისის (საქართველო) მიმართულებით რეგულარულად ასრულებს.

ნახეთ მეტი
Back to top button