მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აშშ-სა და საფრანგეთს ადანაშაულებს და სომხეთს ახალი ომით ემუქრება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი თავხედური განცხადება გაავრცელა, სადაც ბრალს აშშ-სა  და საფრანგეთს  დებს  და სომხეთს ახალი ომით ემუქრება.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სომხეთში ჩატარებული წვრთნები, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება და ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაწევა სომხეთისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის სახელით საწყის ეტაპზეა. 10 მილიონი ევრო შთააგონებს ოკუპანტ სომხეთს, განახორციელოს მსგავსი პროვოკაციები და დაიწყოს  მორიგი ომის მომზადება აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

როგორც APA იტყობინება, განცხადებაში ნათქვამია: „თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს სომხეთს და მის სპონსორებს, რომ თავი შეიკავონ სამხრეთ კავკასიაში ახალი ომის კერის შექმნის განზრახვისგან. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები არ შეჩერდება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების არსენალში არსებული ყველა საშუალებით თავდაცვის მიზნით მიიღებს  ადეკვატურ საპასუხო ზომებს.

აღსანიშნავია, რომ განცხადებას წინ უძღოდა აზერბაიჯანული მედიის ცნობა ტავუშის მიმართულებით სადაზვერვო თვითმფრინავის სავარაუდო ჩამოგდების შესახებ. სწორედ ასეთი საინფორმაციო ინექციებით იწყებს ბაქო თავის აგრესიულ ქმედებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button