ერევნის მიერ ალტერნატივების ძიება არ ნიშნავს მოსკოვთან ურთიერთობების გაუარესებას – იური კიმი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ევროპასა და ევროპულ საკითხებში იური კიმმა განაცხადა, რომ სომხეთის ალტერნატივების ძიება არ ნიშნავს, რომ ერევნის ურთიერთობები მოსკოვთან უარესდება დისკუსიაში; „აშშ-ს როლი და ახალი რეგიონალური წესრიგი სამხრეთ კავკასიაში“.ცნობილია, რომ კიმის გარდა, დისკუსიაში მონაწილეობდა ყოფილი ელჩი სომხეთსა და უკრაინაში და კარნეგის პროგრამის უფროსი ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მარი იოვანოვიჩი, ისევე როგორც კარნეგის უნივერსიტეტის ევროპული პროგრამის დირექტორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში დენ ბაერიც.
„სომხეთი ალტერნატივებს ეძებს. ეს არ ნიშნავს, რომ მისი ურთიერთობა რუსეთთან უარესდება. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ სომხეთის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთობების დივერსიფიკაციას, უსაფრთხოების განმტკიცებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და მოწინააღმდეგესთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას”, – განაცხადა კიმმა.







