ეკონომიკა
100 მილიონი დოლარის საბიუჯეტო სესხი სომხეთს ევრაზიის განვითარების ბანკისგან – ის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებას მოხმარდება

მთავრობამ დღეს, 25 ივლისს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა შეთანხმება სომხეთსა და ევრაზიის განვითარების ბანკს შორის „სტაბილიზაციისა და განვითარების ევრაზიის ფონდის სახსრებიდან ფინანსური სესხის გაცემის შესახებ“. საუბარია 100 მილიონი დოლარის კრედიტის მოზიდვაზე.
აღნიშნულია გადაწყვეტილების დასაბუთებაში. „სომხეთის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური და ფისკალური ჩარჩოს საფუძველზე 2024-2026 წლების სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიული გეგმის მიზნების შესაბამისად შემუშავდა 2024 წლის სესხის აღების წლიური გეგმა.
ზემოაღნიშნულის მიხედვით, 2024წ. დაფინანსების ჯამური მოთხოვნა შეადგენს 970,9 მლრდ დრამს (600 მლნ $) საიდანაც 67,6% უზრუნველყოფილი იქნება შიდა წყაროებიდან ნასესხები სახსრებით, ხოლო 32,4% საგარეო სესხებით.







