მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭომ მაგდალენა გრონო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაამტკიცა

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ტოივო კლაარი ჩაანაცვლა მაგდალენა გრონომ.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

მაგდალენა გრონო თავის მოვალეობას 2024 წლის 1 სექტემბერს შეუდგება, საწყისი ვადით 12 თვის განმავლობაში.

„როგორც ახალი სპეციალური წარმომადგენელი, გრონო გააგრძელებს თავისი წინამორბედების მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას. ის ხელს შეუწყობს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, მათ შორის საქართველოში კრიზისს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეუთოს მჭიდრო კოორდინაციით. ის იმუშავებს რეგიონთან დაკავშირებულ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და განავითარებს კავშირებს მთავრობებთან, პარლამენტებთან, სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, წაახალისებს და მხარს დაუჭერს თანამშრომლობას საერთო რეგიონული ინტერესის თემებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button