პოლიტიკა

მოვუწოდებ დიპლომატიური არხების გამოყენებას ბაქოს ციხეებიდან სრ მოქალაქეების გასათავისუფლებლად. წარუკიანი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს

სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გაგიკ წარუკიანმა მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის კოლეგებს და მოუწოდა მათ ძალისხმევა იხმარონ  ბაქოს ციხეებში მყოფი სომხების გასათავისუფლებლად.

„პარიზი – 2024-ის ოლიმპიური თამაშები მსოფლიოსთვის პრობლემურ და დაძაბულ დროს, ომის შეტაკებებისა და სისხლისღვრის მძიმე ფაზაში მიმდინარეობს. ჩვენ, საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის წარმომადგენლებს, გარდა სპორტული მოვალეობებისა, გვაქვს უმთავრესი მისია, ხელი შევუწყოთ მსოფლიოში დაძაბულობის განმუხტვას და მშვიდობის დამყარებას. ამ ჩვენი მოვალეობის ყოველ ჯერზე გაცნობიერება ხელს უწყობს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დამყარებას ბევრ დაძაბულ პუნქტში, საფუძველს უყრის გრძელვადიან სამშვიდობო პროცესებს და გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს.

ჩემმა ქვეყანამ, სომხეთმა, ბოლო წლებში  სისხლიანი და უსამართლო, მძიმე ომები გამოიარა. დღეს, საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების პერიოდში, სომხეთის რესპუბლიკის მრავალი მოქალაქე, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ფაქტიურად ცოცხალი მძევლები, კვლავ რჩება ტყვეობაში აზერბაიჯანში.

როგორც სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, მოწოდებით მივმართავ ჩემს საერთაშორისო კოლეგებს და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს. მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი მშვიდობიანი დიპლომატიური არხები და თქვენი ავტორიტეტი პარიზის ოლიმპიადის დროს, როგორც გრძელვადიანი და ცალსახა სამშვიდობო ჟესტი ბაქოს ციხეებიდან თვითნებურად დაკავებული სრ მოქალაქეების გასათავისუფლებლად და ამით გაიღრმავოთ ნდობა ჩვენს რეგიონში მშვიდობის პერსპექტივის მიმართ.

ოლიმპიური მოძრაობა არის სპორტის საშუალებით მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილშობილური იდეების განსახიერება. ეს არის სამართლიანობისა და თანაცხოვრების გლობალური მოძრაობა და ამ ნაბიჯით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მოძრაობის საერთო გამარჯვება დავამატოთ წინა რამდენიმე ათეული ოლიმპიური თამაშების დროს გადარჩენილ სიცოცხლისა და ბედის ძვირფას საგანძურს.

ჩვენი საერთო მომავლის დიდი იმედითა და რწმენით,

გაგიკ წარუკიანი

სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი“, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button