პოლიტიკა

სომხეთ-თურქეთის საზღვარზე გაიმართება სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა

30 ივლისს სომხეთ-თურქეთის საზღვარზე სპეციალური წარმომადგენლების მე-5 შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ X-ში ჩანაწერი ჟურნალისტმა და თურქეთის პრო-სახელისუფლებო Habertürk-ის წამყვანმა სენა ალკანმა გააკეთა.

“მნიშვნელოვანი.

ორი წლის შემდეგ პირველად და თანაც საზღვარზე…

თურქეთის მოგვარების სპეციალური წარმომადგენელი სერდარ ქილიჩი და სომხეთის მოგვარების სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი ხვალ მე-5 მოლაპარაკებებს გამართავენ თურქეთ-სომხეთის საზღვარზე, დილით სომხეთის მხარეს, შუადღისას კი თურქეთის მხარეს“, – დაწერა ჟურნალისტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button