პოლიტიკა

ქართველების 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საქართველოს მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37% – სწორი მიმართულებით. ეს არის Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, იუწყება SOVA.

ბოლო სამი გამოკითხვის მიხედვით, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მათი რიცხვი დეკემბერში 57%, ხოლო აპრილში 59% იყო.

ამ აზრს ყველაზე მეტად 25-34 ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები იზიარებენ: 72%. 18-24 ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 71%-ია. თუმცა, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობენ ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა ტელეკომპანია Formula-ს დაკვეთით ჩაატარა.

პირდაპირი გამოკითხვის ფარგლებში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მცხოვრებმა და ხმის უფლების მქონე 18 წელზე უფროსი ასაკის 1000-მა ადამიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button