სომხეთი და აშშ აწარმოებენ ერთობლივ კვლევას ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის მცირე მოდულარული ტექნოლოგიების შესახებ

სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები მიმდინარეობს, ამის შესახებ Factor.am-ის წერილობითი გამოკითხვის საპასუხოდ იტყობინება სომხეთის ტერიტორიული მართვისა და განვითარების სამინისტრო.
კითხვა ასეთი შინაარსის იყო: რომელ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებას სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე?
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრის მოადგილემ ჰოვანეს ვარდანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან: აშშ-სთან, რუსეთთან, კორეასთან, ჩინეთთან და საფრანგეთთან.
„ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული კომპანიის დაკვეთით სომხურ მხარესთან ერთად ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ამერიკელი მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულ მცირე მოდულურ ტექნოლოგიებზე. კვლევის მიზანია დაადგინოს, რომელი მწარმოებლის ტექნოლოგიაა ყველაზე შესაფერისი სომხეთის საჭიროებების გასაუმჯობესებლად“, – განმარტავენ სამინისტროში.
პასუხის მიხედვით, ამ კვლევის დასრულება მომავალი წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.







