სომხეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ განიხილონ ახურიკი/აკიაკას სარკინიგზო სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესაძლებლობა

სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების მოგვარების პროცესის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ რუბენ რუბინიანმა და ელჩმა სერდარ კილიჩმა 30 ივლისს ორი ქვეყნის საზღვრის მარგარა-ალიჯანის გამშვებ პუნქტზე მეხუთე შეხვედრა გამართეს. ამჯერად წარმომადგენლებმა დაადასტურეს წინა შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებები. ინფორმაციას armenpress-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, ისინი შეთანხმდნენ, რომ შეაფასონ ტექნიკური საჭიროებები რეგიონული მოვლენების შესაბამისად, რაც საშუალებას მისცემს ახურიკის/აკიაკას სარკინიგზო საზღვრის ფუნქციონირებას, ასევე ორმხრივად გაამარტივებს სავიზო პროცედურებს დიპლომატიური/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შეთანხმებას მოგვარების პროცესის შემსგომ გაგრძელებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რაც პირობებს შექმნის ორ ქვეყანას შორის საბოლოო მოგვარების მიზნის მიღწევას.







