პოლიტიკა

Fitch არ ითვალისწინებს კონფლიქტის ესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მიუხედავად არსებული სირთულეებისა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch Ratings-ის პროგნოზით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში არსებული სირთულეების მიუხედავად, ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის ესკალაცია მოსალოდნელი არ არისю ARMENPRESS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნისნულია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიში.

სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს აზერბაიჯანთან 2023 წელს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლის სრული დაკარგვის შემდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში.

Fitch-ის შეფასებით, ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა  რთული იქნება, რადგანაც აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე თურქეთისაკენ გასასვლელი დერეფნის  მოთხოვნას აყენებს.  გარდა ამისა,  ითხოვს შეცვლილი იქნას სომხეთის კონსტიტუცია, რაზეც დათანხმება პოლიტიკურად რთული იქნება.

„ჩვენი ძირითადი საქმე არ მოიცავს კონფლიქტის ესკალაციას, თუმცა აზერბაიჯანის ჯარები აგრძელებენ ყოფნას სომხეთის ტერიტორიაზე და დროდადრო ადგილი ჰქონდა  შეტაკებებსაც“, – აღნიშნავს სააგენტო. „რუსეთთან ურთიერთობა აშკარად გაუარესდა, როდესაც სომხეთმა შეაჩერა მონაწილეობა და საბიუჯეტო შენატანები რუსეთის ხელმძღვანელობით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, თანაც პარალელურად  შეერთებულ შტატებთან სამხედრო წვრთნებს ატარებდა.  თუმცა, რუსეთთან სავაჭრო კავშირები კვლავ ძლიერია და სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე ენერგეტიკული თვალთახედვით,  ძალიან მაღალია“.

Fitch არ ელის აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს ან ევროკავშირის მეორეხარისხოვან სანქციებს სომხეთის წინააღმდეგ და ელის, რომ სომხეთის ფინანსური სექტორი შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ნახეთ მეტი
Back to top button