საზოგადოება

აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ სომხეთი მიწვეული იქნა  SOR29-ზე

СОР29-ში მონაწილეობის მოსაწვევები გაეგზავნა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მეთაურს“, – განუცხადა „ანადოლუს“ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, СОР29-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ელნურ სოლტანოვმა.

მისი თქმით, СОР29-ში მონაწილეობა 50-ზე მეტმა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა დაადასტურა. „მოველით, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. მოწვეულია სომხეთიც“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სომხური მხარის მოწვევაზე აზერბაიჯანში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო დროს მას „კეთილი ნების გამოვლინებაც“ კი უწოდეს. თუმცა, სამიტი გაეროს ღონისძიებაა და ბაქოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა მსოფლიოს ყველა ქვეყანას გაუგზავნოს მოსაწვევი.

ნახეთ მეტი
Back to top button