მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ვერ აწარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს როცა თავზე იარაღით ადგანან – EUObserver

წელს გაეროს კლიმატის კონფერენცია (COP29) გაიმართება აზერბაიჯანში, ქვეყანაში, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე და ცნობილია ადამიანის უფლებების დარღვევის ხანგრძლივი ისტორიით. აზერბაიჯანის მთავრობა ამ მოვლენას წარმოაჩენს, როგორც პირველ აქციას “COP მშვიდობისთვის”, მაგრამ რას ნიშნავს ეს, განსაკუთრებით ორმხრივად მტრულად განწყობილ აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის გაურკვეველია, წერს EUObserver-ის მთავარი რედაქტორი ელენა სანჩეს ნიკოლასი.

 „დადგა დრო, გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად. აზერბაიჯანმა 29-ე კონფერენციის მომენტი უნდა გამოიყენოს სომხეთთან მშვიდობისათვის“, – განუცხადა ამ დღეებში EUObserver -ს ევროკომისიის წარმომადგენელმა.

შეხვედრის წინა დღეს, რომელიც 11-12 ნოემბერს ბაქოში გაიმართება, აქტივისტები და უფლებადამცველები მოუწოდებენ ამ ღონისძიებების ჩასატარებლად ქვეყნების შერჩევის პროცესის დემოკრატიზაციას და მოითხოვენ, რომ მასპინძელი ქვეყნები იყვნენ გაეროს კლიმატური ღირებულებების და ადამიანის უფლებების მხარდამჭერები.

გაეროს გლობალური შეთანხმების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და Unilever-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ პოლმანმა EUObserver -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელმა “COP მშვიდობისთვის”  ყურადღება მიიპყრო კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. მისი აზრით, აშშ-სა და ევროკავშირის ზეწოლას შეუძლია ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოს, განსაკუთრებით 280-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარტან დაკავშირებით,  ასევე ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან მიმართებაშიც, მაგალითად შეიძლება დასახელდეს ჟურნალისტი  ანარ მამადლი, რომელიც პატიმრობაშია.

„პოლიტიკური ყოფნა მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სომხეთს არ შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა მაშინ, როცა თავზე იარაღით ადგანან.  თუ ადამიანები, რომლებიც მას წარმოადგენენ (სომხეთს) ციხეში არიან, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას (სამშვიდობო მოლაპარაკებებში),” – თქვა მან.

თუმცა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, აიჰან ჰაჯიზადეს თქმით, „როგორც ადრე, არსებობს სერიოზული დაბრკოლებები სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის უახლოეს დღეებში განსახორციელებლად და ევროკავშირის, როგორც პატიოსანი შუამავლის პოზიცია არის იმიჯდაკარგული”.

ამასთან დაკავშირებით გაზეთის მთავარმა რედაქტორმა შეახსენა, რომ მთიან ყარაბაღში 2023 წ. აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შემდეგ ევროპარლამენტმა მოითხოვა მიზანმიმართული სანქციების დაწესება ბაქოს წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდნენ მთიანი ყარაბაღიდან გამოქცეული სომხები, ეთნიკურ წმენდას უტოლდება.

ნახეთ მეტი
Back to top button