პოლიტიკა

ირანმა ოფიციალურად უარყო მედიის მტკიცება რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებზე

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო მედიის პრეტენზია ირანის გარდაცვლილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის განადგურების მიზეზებზე, წერს ირანული სააგენტო Tasnim.

გენერალურმა შტაბმა სააგენტო {Fars}-ის განცხადებას „ინფორმირებულ წყაროზე“ მოხსენიებული სიცრუე უწოდა.

მანამდე ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენს, რომელსაც პრეზიდენტი გადაჰყავდა, უსაფრთხოების პროტოკოლებით დაშვებულზე მეტი ორი ადამიანი  ჰყავდა, ამიტომ, როდესაც პილოტმა შეამჩნია ნისლი და ვერტმფრენის საჭირო სიმაღლეზე აწევა სცადა, ვერტმფრენს არ გააჩნდა საკმარისი ძალა და ნისლის გამო შეზღუდული ხილვადობის პირობებში მთას შეეჯახა.

ნახეთ მეტი
Back to top button