საზოგადოება

რუსეთის პორტ „კავკასუს“ ბორანში სომხური ტვირთი არ იყო

რუსეთის პორტ „კავკასუს“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩაძირულ ბორანში სომხური წარმოშობის ან სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთი არ იყო. ამის შესახებ NEWS.am-ს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

სომხეთის  ეკონომიკის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ბორანის განადგურება სომხეთის ეკონომიკაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 აგვისტოს ბორანი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დაესხნენ თავს, პორტ „კავკასუს“ წყლებში ჩაიძირა.

ნახეთ მეტი
Back to top button