პოლიტიკა

სომხეთის ევროპული მომავალი დამოკიდებულია საქართველოზე -პოლიტოლოგი

„რუსეთის ფედერაციაში წუხან, რომ თუ შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, კონფლიქტი გაქრება და რუსეთის ფედერაცია ვეღარ მოახდენს ზემოქმედებას სომხეთსა და აზერბაიჯანზე კონფლიქტების გზით. თუ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება იქ „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხი შეტანილი არ არის და რუსეთის ფედერაცია სიუნიქის გზაზეც კარგავს უფლებას“.  ამის შესახებ პოლიტოლოგმა სტიოპა საფარიანმა განაცხადა civic.am-ის კორესპოდენტთან საუბრისას.

  პოლიტოლოგმა კომენტარი გაუკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთი  არღვევს სიუნიქის გზების განბლოკვასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებებს.

საფარიანის თქმით, აზერბაიჯანმა დაკარგა შესაძლებლობა მოლაპარაკების პროცესში „ზანგეზურის დერეფანი“ მიეღო. „სომხეთის რესპუბლიკას უნდა შეეძლოს მშვიდობისა და გზების განბლოკვის პრობლემების გადაჭრა. სამომავლოდ, თუ შესაძლებლობა იქნება, ჩვენც უნდა ვეცადოთ წამოვწიოთ არცახში სომხების დაბრუნების პრობლემა, რაც დასავლეთს არ დავიწყებია“.

საფარიანმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „ზანგეზურის დერეფანს“  სწორედ ვლადიმირ პუტინი შეჰპირდა ერდოღანს.  რუსები კი ამბობენ, რომ ალიევმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ უნდა მოაწეროს. „სომხეთის რესპუბლიკას უფლება არ აქვს უკან,  რუსულ ფორმატში დაბრუნდეს, რადგან ეს სომხეთისთვის დამღუპველი იქნება. აქ საკითხავია, განახორციელებს თუ არა აშშ საკმარის ზეწოლას აზერბაიჯანზე, რათა ალიევმა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას“.

პოლიტოლოგის თქმით, სომხეთი კუხო-შიც ვერ დაბრუნდება,  რადგან იქ ყველა ჩვენი მტრის პარტნიორია. რაც შეეხება დასავლეთსა და სომხეთს შორის პარტნიორობის შესაძლებლობებს, საფარიანი მიიჩნევს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში მიმდინარე ცვლილებებზე. „საქართველოსა და სომხეთის გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღება. სომხეთისა და საქართველოს ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თუ საქართველო ევროკავშირისთვის დაკარგულ ქვეყნად ითვლება, მაშინ დასავლეთი სომხეთს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში საუკეთესო შემთხვევაში დაეხმარება, მაგრამ არც ევროკავშირის და არც ნატოს კარს არ გაუღებენ“.

ნახეთ მეტი
Back to top button