აზერბაიჯანმა აკრძალა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შესვლა მის ტერიტორიაზე.

პირები, რომლებმაც ხმა მისცეს აზერბაიჯანის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, „პერსონა ნონ გრატას“ სიაში მოხვდნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის მანდატის აღდგენამდე ამ პირებს ეკრძალებათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიხან ჰაჯიზადემ გერმანიის პარლამენტის წევრის ფრანკ შვაბეს განცხადებების კომენტირებისას, იტყობინება აზერბაიჯანული მედია.
ამასთან დაკავშირებით ჰაჯიზადემ აზერბაიჯანში „პოლიტიკური სტაბილურობა“ და „პროგრესი“ მოიხსენია.
მან დასძინა, რომ აზერბაიჯანის მიერ გადადგმული ნაბიჯები მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისთვის, რომელსაც მან “განთავისუფლება” უწოდა, ისევე როგორც აზერბაიჯანის “დამოუკიდებელი” პოლიტიკა, არ შეესაბამება “შვაბეს მსგავსი პიროვნებების მზაკვრულ განზრახვებს”.
მანამდე შვაბემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მრავალი წლის განმავლობაში ქრთამდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს და უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.







