ზელენსკი უკრაინაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმის შესახებ. “პუტინი საკუთარ თავს არ ღალატობს, ის ავადმყოფი არსებაა”

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 26 აგვისტოს რუსული ჯარების მასობრივი თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა. ზელენსკის ვიდეო და მესიჯის ტექსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„ახლა რუსეთის თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა, კომბინირებული. ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და ასზე მეტი „შაჰიდი“,-აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თავდასხმის მიზანი კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული ობიექტების დაზიანებაა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არის მსხვერპლი, ათობით დაჭრილი.
„პუტინი საკუთარ თავს არ ღალატობს, ის ავადმყოფი არსებაა, ეს უკვე ყველას ესმის. მაგრამ ისიც გასაგებია, რომ მას შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ის, რისი კეთების უფლებასაც სამყარო აძლევს. სისუსტე, გადაწყვეტილებების არაადეკვატურობა კვებავს ტერორიზმს და ყველა ლიდერმა, თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა იცის, რამდენად ძლიერი გადაწყვეტილებებია საჭირო მთელი ამ ომის შესაჩერებლად და მისი სამართლიანად შესაჩერებლად.
უკრაინაში დისტანციურობის შეზღუდვა არ შეიძლება, როცა ტერორისტებს ეს ზღვარი არ აქვთ. სიცოცხლის დამცველებს არ შეუძლიათ იარაღის შეზღუდვა, როცა რუსეთი იყენებს ყველა სახის როგორც საკუთარ იარაღს, „შაჰიდებს“ და ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკას. ამერიკას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩვენს სხვა პარტნიორებს აქვთ ძალა, დაგვეხმარონ ტერორიზმის შეჩერებაში. საჭიროა გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
26 აგვისტოს, დილით, რუსეთის ჯარებმა მასიური შეტევა დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა სამიზნე, განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 15 რეგიონი დაზარალდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მასიური დარტყმა განხორციელდა მაღალი სიზუსტის იარაღით“ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას.







