ეკონომიკა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 მილიარდ 424,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია

გადამოწმებული მონაცემებით, სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 95%-ით გადააჭარბა და 20 მილიარდ 424,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სრ სტატისტიკური კომიტეტი იუწყება.

2024 წლის ივლისში სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 995,6 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სომხეთიდან ექსპორტმა 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2,2-ჯერ გადააჭარბა და 8 მილიარდ 738,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 7 თვეში იმპორტმა 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 79,1%-ით გადააჭარბა, რაც 11 მლრდ 685,8 მლნ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 1 აშშ დოლარი საშუალოდ 394,94 დრამზე, ივლისში კი 388,07 დრამზე იცვლებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button