სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპი კლებულობს – პირველ 7 თვეში 9,6 პროცენტი იყო

სტატისტიკურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა 2024 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამახასიათებელი მიმდინარე ოპერატიული შეჯამებით მიღებული წინასწარი ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივლისში (7 თვე) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური აქტივობის 9,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პირველი 6 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 10,4 პროცენტს შეადგენდა.
სამრეწველო წარმოების ზრდამ 15,7% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 18,2% იყო.
მშენებლობის მოცულობა გაიზარდა 16,1%-ით, სავაჭრო ბრუნვა 21,4%-ით. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 22,9% შეადგინა, ხოლო სამშენებლომ – 15,7%.
იანვარ-ივლისში მომსახურების მოცულობა მხოლოდ 4,5%-ით გაიზარდა (იანვარი-ივნისი: 4,4%).
მიმდინარე წლის 7 თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,3%-ით შემცირდა, სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი კი 2,8%-ით გაიზარდა.
ასეთი ეკონომიკური აქტივობის პირობებში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა მხოლოდ 1,1%-ით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 95%-ით.
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, სომხეთიდან ექსპორტი 2,2-ჯერ გაიზარდა და 8,7 მლრდ დრამი შეადგინა, ხოლო პირველ 6 თვეში 2,3-ჯერ (7,9 მლრდ დრამი) იყო.
რაც შეეხება იმპორტს, ის მიმდინარე წლის 7 თვეში 79,1%-ით გაიზარდა და 11,68 მლრდ დრამი შეადგინა, პირველი ნახევრის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 86,5%-ი იყო.







