მთავარისაზოგადოება
აკადემიური ქალაქის გენერალური გეგმა მზად არის

აკადემიური ქალაქის გენერალური გეგმა მზად არის, წერს სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და აღნიშნავს, რომ 580 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება 8 სახელმწიფო და 8 საერთაშორისო/კერძო უნივერსიტეტი, მოწვეული იქნება დაახლოებით 44 ათასი ლექტორი, მეცნიერი და სტუდენტი სომხეთიდან და საზღვარგარეთიდან, გამოყენებული იქნება თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიები.
„ეს ბრწყინვალე საგანმანათლებლო გარემო ასევე იქნება ინტელექტუალური გართობისა და სპორტული ცხოვრების რესპუბლიკური ცენტრი. უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა წარმოვადგინოთ აკადემიური ქალაქის პროექტის დეტალები სხვადასხვა შემთხვევებში და ფორმატში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დეტალურად იცოდეთ რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის”, – წერს ის.







