პოლიტიკა

“ფაქტი”:  რატომ უსვამს  დასავლეთი აზერბაიჯანის თავზე ხელს

ამის შესახებ გაზეთი “ფაქტი” წერს. „თუ ზოგს ეჩვენება, რომ დღევანდელი კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების პირობებში დიქტატურა შორეულ წარსულთან დაკავშირებული რეალობაა, მაშინ აზერბაიჯანის მაგალითი უნდა განიხილონ. ილჰამ ალიევმა ეს ქვეყანა საოჯახო საკუთრებად,   ცოლი კი ვიცე-პრეზიდენტად აქცია.  ახალი ამბავი არაა, რომ აზერბაიჯანში არამარტო დემოკრატიის ნასახიც  არ არის, არამედ ეს ქვეყანა აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული და დიქტატორული ხასიათისაა. სიტყვის თავისუფლება ყოველ ნაბიჯზე ითრგუნება, ოპოზიცია იდევნება, მაგრამ ეს რეალობა ხელს არ უშლის დემოკრატიულ დასავლეთს, განავითაროს ურთიერთობა ამ ქვეყანასთან.

თუ სხვა ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები ასე რომ დარღვევულიყო, მაშინ დასავლეთიგამოაქვეყნებდა  ანგარიშებს ერთმანეთის მიყოლებით და გადადგამდა ნაბიჯებს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით. თუმცა, აზერბაიჯანისთვის მწვანე შუქი იმდენად აენთო, რომ ეს ქვეყანა მასპინძლებს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, როგორიც არის COP 29 კლიმატის კონფერენცია ბაქოში ნოემბერში. მაგრამ, კლიმატის კონფერენციის წინა დღეს, დასავლურ საზოგადოებას მოულოდნელად გაახსენდა დემოკრატია და “გამოთქვა შეშფოთება” აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმრის არსებობის გამო. პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის მიმართ ასეთი მიდგომა გარკვეულწილად ფარისევლობის მსგავსია. ჯერ ერთი, აზერბაიჯანს არ აინტერესებს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დღის წესრიგი, არამედ ყველა მსგავსი განცხადება და მოწოდება. მეორეც, რეალურად ირკვევა, რომ დასავლეთის ინტერესები პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებული პირების საკითხში უფრო ხმამაღალია, ვიდრე აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, მათ შორის ომის დანაშაულები. ახალი ამბავი არ არის, რომ ამ ქვეყანამ სომხური სიძულვილი ცხოვრების წესად აქცია. ალიევის ხელისუფლება სომხების მიმართ მტრობას იყენებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ხალხის თვალში საკუთარი დანაშაულების გასამართლებლად.

მეორე მხრივ, სწორედ აზერბაიჯანმა დაარღვია არცხის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპები და 2020 წელს დაიწყო აგრესია არცახში. მაშინ ამ ქვეყანამ, დაარღვია ყველა ჰუმანიტარული პრინციპი, სამიზნე არცახის მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა ფოსფორიანი და სხვა აკრძალული იარაღის გამოყენებით. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩარევით, დაიხურა ლაჩინის დერეფანი, რის შედეგადაც არცახელები თვეობით შიმშილობდნენ. გასული წლის შემოდგომაზე კი, მთელი საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ, აზერბაიჯანმა დაიწყო ახალი თავდასხმა არცაზე და მათი გამოდევნა მშობლიური სახლებიდან.  საერთაშორისო თანამეგობრობა ჩუმად ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს.

ამ მოვლენების შემდეგ იმავე დასავლეთმა განაცხადა, რომ მზად არიან გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება არცახელ სომხებს,  მაგრამ არც ერთი სიტყვა იმის შესახებ, რომ ისინი აზერბაიჯანის ომის დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ. და რატომ ერიდება დასავლური საზოგადოება აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი დანაშაულების თემას? შესაძლოა, თუ ეს საკითხი დადგება, დასავლურ საზოგადოებას აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესება მოუწევს. ამ შემთხვევაში, ევროპამ უარი თქვას აზერბაიჯანის მიერ მოწოდებულ ენერგო გადამზიდავებზე, მაგრამ ევროპის ქვეყნები თავიანთ ენერგეტიკულ ინტერესებს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე უნივერსალურ ღირებულებებს. პოლიტპატიმრების თემა კი დასავლეთისთვის სავალდებულო არ არის, ისინი უბრალოდ აჩვენებენ, რომ მუშაობენ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის. ასე რომ, ფორმალობა უზრუნველყოფილი იქნება.

ამჟამად აზერბაიჯანში სომეხი ტყვეები ჰყავთ, მათ შორის არცახის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, მაგრამ ევროკავშირი და აშშ თავს არიდებენ კონკრეტული სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხის აზერბაიჯანის წინაშე COP 29 კლიმატის კონფერენციის დაწყებამდე. დასავლელი ოფიციალური პირები გამუდმებით აცხადებენ, რომ ისინი მიესალმებიან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს და არ მოახდენენ პრაქტიკულ ზეწოლას აზერბაიჯანზე, რაც ამ კრიმინალურ ქვეყანას ახალი აგრესიის გზას უქმნის.

არ არის გამორიცხული, რომ აზერბაიჯანი კორუფციული სქემებით  დასავლეთის პოზიციაზე გავლენას ახდენს. ალიევმა ხომ დასავლელი და, კერძოდ, ევროპელი ჩინოვნიკების მოსყიდვისა და ფულის გათეთრების დიდი გამოცდილება დააგროვა. აზერბაიჯანის „ხიზილალის  დიპლომატია“  სწორედ ამისკენ არის მიმართული. დროთა განმავლობაში ჩვენ გავხდით მრავალი კორუფციული სკანდალის მომსწრე, რომელიც ატყდა ალიევების ირგვლივ, რომლებიც ერთხელაც არ გამოქვეყნებულა საერთაშორისო პრესაში“.

ნახეთ მეტი
Back to top button