პოლიტიკა

სომხეთს გამიზნული არ აქვს სამხედრო გზით  აღადგინოს სუვერენიტეტი აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული  ტერიტორია, რომელიც  29 743 კვადრატული კილომეტრს შეადგენს სომხეთის მთავრობისათვის  მოლაპარაკებას საერთოდ არ ექვემდებარება, მაგრამ მეორე მხრივ, სომხეთს გამიზნული არ აქვს სამხედრო გზით  აღადგინოს სუვერენიტეტი აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამისთვის ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუვერენული  ტერიტორია,  29 743 კვადრატული კილომეტრი ფართობი, არ ექვემდებარება რაიმე განხილვას  მთავრობის მხრივ. რატომ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ უკვე მიღებული შეთანხმებები და პრინციპები გვაძლევს შესაძლებლობას, გადავწყვიტოთ დემარკაციის პროცესი მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით, მათ შორის, საზღვრის დემარკაციის პროცესი ექსკლუზიურად მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რომ სომხეთს  არ აქვს რაიმე აგრესიული მიზნები.

ნახეთ მეტი
Back to top button