პოლიტიკა
სომხეთს ჯერ არ გადაუწყვეტია მონაწილეობა მიიღოს თუ არა აზერბაიჯანში COP29-ში

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უპასუხა რა კითხვას მიიღებს თუ არა სომხეთი მონაწილეობას COP29-ში და თუ მონაწილეობას მიიღებს, შესაძლებელია თუ არა იქ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დოკუმენტის გაფორმება?
„გადაწყვეტილებებს შესაბამის დროს მივიღებთ. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ზოგადმა ვითარებამ, პროცესებმა, ატმოსფერომ არ შეიძლება არ იმოქმედოს ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ თეორიულად არანაირი გადაწყვეტილება არ არის გამორიცხული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება უახლეს შესაძლო პერიოდში. „სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – დასძინა მან.







