
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი თავის მისიას ამ თანამდებობაზე ამთავრებს. მან თავის X მიკრობლოგში განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო დღეა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. „ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე თითქმის 7 წლის წინ, 2017 წლის ნოემბერში. თუმცა, ერთი რამ უცვლელი რჩება: ევროკავშირის ვალდებულება დაეხმაროს ჩვენს მეზობლებს რეგიონში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში“, – წერს კლაარნი თავის „X“ მიკრობლოგზე.







