პოლიტიკა

ფაშინიანმა ალიევს ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დიპლომატიური არხებით შესთავაზა ორმხრივი შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამის შესახებ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მანთქვა „დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანთან მუშაობა ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ ორმხრივმა ფორმატმა გარკვეული ეფექტურობა გამოავლინა ამ პერიოდში, გასული წლის დეკემბრის ერთობლივი განცხადებიდან დაწყებული და 29 აპრილის განცხადებით გაგრძელებული. სადემარკაციო კომისიების ერთობლივი მუშაობის დებულებას ხელი გუშინ მოეწერა. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე უნდა დავიკავოთ პოზიცია, რადგან ზოგადი გაგება იყო, რომ ამ ეტაპზე ორმხრივ ფორმატში ვმუშაობთ. სანამ ჩვენ შეგვიძლია ამ ფორმატით წინსვლა, ვფიქრობ, ეს ფორმატი სწორია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანი არ გამორიცხავს სხვა ფორმატში მუშაობას. მისი თქმით, ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკე საკითხის კონტექსტში ცალკე დროს უნდა განიხილებოდეს.

 „მე თვითონ დიპლომატიური არხებით შევთავაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ შეხვედრა ორმხრივ ფორმატში შემდგარიყო,  რადგან წინა პერიოდში იყო ურთიერთგაგება, რომ ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში. ამჟამად  ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს ლოგიკა, რადგან ის ამ მომენტში ეფექტურია“, – განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიასნ მიაჩნია,  რომ შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც შეიძლება შედგეს, სადაც საზღვრის სადემარკაციო კომისიები იკრიბებიან „მე მზად ვარ ასეთი კონტაქტებისთვისაც“.

ნახეთ მეტი
Back to top button