საერთაშორისო
აზერბაიჯანში დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკოსებს დევნიან – The Economist

დღევანდელი ხელისუფლების ბოლო კრიტიკოსებს აზერბაიჯანში დევნიან. ამის შესახებ The Economist წერს.
ბრიტანული პერიოდული გამოცემების ცნობით, მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეჟიმს თავდასხმებისთვის ახალი სამიზნე სჭირდება.
„21 აგვისტოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მეცნიერი და მწერალი ბაჰრუზ სამედოვი დააკავეს. აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტზე კრიტიკული სტატიების დაწერისთვის მას ღალატში ბრალი დასდეს.
მის დაპატიმრებას მალევე მოჰყვა კიდევ ერთი სამშვიდობო აქტივისტის, სამეიდ შეიხის დაპატიმრება.
ეს არის ქვეყანაში დამოუკიდებელი აზროვნების სასტიკი და მზარდი დარბევის უახლესი მაგალითი“, წერს The Economist.







