ბაქოში მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება დასრულდა

აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება დასრულდა, მასალები სასამართლოს უახლოეს მომავალში წარედგინება.
“არმენპრესის” ინფორმაციით, NEWS.ru-სთან საუბარში აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა ქამრან ალიევმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება დასრულებულია, ამ დროისთვის “საქმის მასალებს ბრალდებულებიც და დაზარალებულებიც ეცნობიან”.
„ყველა ამ საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება აზერბაიჯანის საერთაშორისო სტანდარტებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანი ადასტურებს დაახლოებით 23 სომეხი პატიმრის არსებობას. მათ შორის არიან მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტები არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ ჰარუთუნიანი, ასევე მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით იშხანიანი, თავდაცვის არმიის ყოფილი სარდალი ლევონ მნაცაკანიანი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაბაიანი, მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით მანუკიანი, რომელიც აზერბაიჯანმა უკანონოდ დააკავა და ცრუ ბრალი დასდო 2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ.







