მთავარიპოლიტიკა

სამშვიდობო ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები შეთანხმებულია, ბაქოს მიერ მისი ხელმოწერა პოლიტიკური ნების საკითხია. სარგის ხანდანიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში ძირითადი პუნქტები შეთანხმებულია. Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა  ფრაქცია “სამოქალაქო ხელშეკრულების” დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა.

„ახლა ბურთი აზერბაიჯანის მოედანზეა და ბაქომ ოფიციალურად უნდა უპასუხოს სომხეთის მიერ გაგზავნილ სამშვიდობო ხელშეკრულების მე-10 რედაქციას. რაც სომხეთმა გაგზავნა უკვე შეთანხმებულია და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის მიერ შეთანხმების ხელმოწერა უკვე პოლიტიკური ნების საკითხია“, – განაცხადა ხანდანიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებაზე, რომ სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმების პროექტიდან ამოიღო რამდენიმე პუნქტი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ სომხეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში უკვე შეთანხმებულ პუნქტებს და გააგრძელოს დისკუსია იმ საკითხებზე, რომლებზეც შეთანხმება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი 17 პუნქტისგან შედგება, რომელთაგან 13-ში სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button