პოლიტიკა

სომხეთი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის სამიტში, რომელიც ოქტომბერში ყაზანში გაიმართება

სომხეთი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის სამიტში, რომელიც ოქტომბერში ყაზანში გაიმართება. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა.

BRICS-ის სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება. მანამდე BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა.

BRICS-ის ქვეყნები შეადგენს დედამიწის ტერიტორიის 34%-ს და მოსახლეობის 45,2%. მშპ მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით მსოფლიო ღირებულების 36,7%-ს შეადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button