ან ჩვენ ვართ ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ან არ არსებობს გარანტი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთმა უნდა მოაგვაროს თავისი პრობლემები, უსაფრთხოების გარანტი ან თავად არის, ან არ არსებობს. ამის შესახებ პარლამენტში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატის ანა გრიგორიანის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა.
გარანტიის ინსტიტუტზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „მსოფლიოზე ჩემი ამჟამინდელი ცოდნით ვამბობ, რომ ამაზე ყალბი თემა არ არსებობს. ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ან ჩვენ ვართ, ან არ არსებობს გარანტი. ყველა მათთვის, ვინც გვინდა უსაფრთხოების გარანტორად დავაყენოთ, ჩვენ ვართ ძალიან უსუსური. ჩვენი საკითხები ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ“.
თავიანთ ისტორიაში უდრო ვილსონის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მქონე ერმა უნდა მიმართოს გარანტორს და საერთაშორისო მექანიზმებს? – ასეთი რიტორიკული კითხვით მიმართა ფაშიინიანმა დამსწრეებს.







