პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბაქოდან მოსულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაში ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა იქნას  შეტანილი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში 13  სრულად შეთანხმებული პუნქტია, 3 მუხლზე კი შეთანხმდნენ ნაწილობრივ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

ტექსტში  არის წინადადებები, რომლებიც შეთანხმებულია და არის წინადადებები, რომლებიც არ არის შეთანხმებული. არის ერთი მუხლი, რომელიც საერთოდ არ არის შეთანხმებული, მაგალითად, თავიდანვე, სამშვიდობო ხელშეკრულების მეორე და მესამე გამოცემა 18 მუხლისაგან შედგებოდა.   აზერბაიჯანმა თავად შემოიტანა წინადადება  კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ მუხლის ამოღების თაობაზე.   ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ იმას, რაც შეთანხმებულია“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტში არის შეთანხმებული მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს მექანიზმი, რომ მხარეები მუდმივ კონსულტაციებში იქნებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების განხორციელებისათვის შიქმნება   კომისიის მსგავსი ორგანო, ასევე ვარაუდობენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.

ანუ ამით ამოვიწუროთ მნიშვნელოვანი საკითხების მთელი ჩამონათვალი თუ არა? ფაქტია, რომ მსოფლიოში არ არსებობს შეთანხმება,  რომელიც პასუხობს ყველა კითხვას. მაშინაც კი, თუ შეთანხმებას აქვს 40, 50, 60 მუხლი, თავად ეს შეთანხმება პასუხს არ სცემს ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. ქვეყნები ყოველთვის აგრძელებენ ურთიერთობების განვითარებას და ამაზე მსჯელობას. ჩვენ ვამბობთ, მოდი, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებულს და გავაგრძელოთ. ტომ დაველოდოთ  იმას,  თუ როდის გადაწყდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასდროს მოვაწერთ ხელს“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button