პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა კომიტეტი აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდის საკითხზე მოსმენებს გამართავს

19 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამართავს მოსმენებს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. კომისია ასევე განიხილავს იმ აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის გამო რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ გაავრცელა.

„აზერბაიჯანის მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვის ცუდი მაჩვენებელი აქვს. Freedom House-ის თანახმად, „აზერბაიჯანის ავტორიტარულ რეჟიმში ძალაუფლება კვლავ ძლიერ კონცენტრირებულია ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ხელში, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წლიდან იკავებდა“.  კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული აზერბაიჯანში და ფორმალური პოლიტიკური ოპოზიცია დასუსტდა წლების განმავლობაში დევნის გამო. ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს  სამოქალაქო თავისუფლებების ფართომასშტაბიან  ხელყოფას “, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში. ღონისძიების ორგანიზატორები შეახსენებენ, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მთავრობამ 2023 წლის სექტემბერში ჩაატარა სამხედრო ოპერაცია მთიან ყარაბაღზე  სრული კონტროლის დასამყარებლად,  ყარაბაღის  სომხებისთვის ვითარება მკვეთრად შეიცვალა.

„2023 წლის ბოლოს თითქმის ყველა გაიქცა სომხეთში. მოსმენის დროს ეს საკითხი ანიხილება აშკარა ეთნიკურ წმენდად და ამ პრობლემასთან დაკავშირებით დისკუსიები შედგება მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის სამხედრო ტყვეებისა და პოლიტპატიმრების სტატუსის, მთიან ყარაბაღში სომხური კულტურული ძეგლების სტატუსისა და ეთნიკური სომხების მთიან ყარაბაღში დაბრუნების უფლების შესახებ.  ასევე განიხილება აზერბაიჯანის მთავრობის დამოკიდებულება ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგობის გამო საშინაო და საერთაშორისო რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, ასევე კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას შორის კავშირს. პანელისტები კონგრესს წარუდგენენ რეკომენდაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 მოსმენები ღია იქნება კონგრესის წევრებისთვის, კონგრესის თანამშრომლებისთვის, დაინტერესებული საზოგადოებისთვის და მედიისთვის. საზოგადოებას და მედიას შეუძლია დაესწროს პირადად ან უყუროს მოსმენას კომისიის ვებსაიტზე პირდაპირ ეთერში.

ნახეთ მეტი
Back to top button