პოლიტიკა

საქართველო მზად არის  თავისი როლი შეასრულოს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში

საქართველო მიესალმება პოზიტიურ პროგრესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებებზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„საქართველო მხარს უჭერს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში. ჩვენი ძალისხმევა, განსაკუთრებით რეგიონში არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით, გრძელდება. საქართველო მიესალმება პოზიტიურ პროგრესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ ვითამაშოთ ჩვენი როლი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე. კობახიძემ სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისა და სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში წვლილისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button